![„ბერეტას“ ტიპის იარაღით მამაკაცი მოკლეს „ბერეტას“ ტიპის იარაღით მამაკაცი მოკლეს](http://presa.ge/img/multimedia/a23575.jpg)
„ბერეტას“ ტიპის იარაღით მამაკაცი მოკლეს
09:54:21     20-02-2013
ოზურგეთში მკვლელობა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა მამაკაცი მოკლა. მან მსხვერპლს „ბერეტას“ ტიპის იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობას უკავშირდება. თუმცა, არ გამოირიცხება სხვა ვერსიებიც.
ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, კრიმინალური ფაქტების გახშირებას გურულებიც უჩივიან. მათი თქმით, კრიმინოგენური სიტუაცია განსაკუთრებით მასობრივი ამნისტიის შემდეგ დაიძაბა.