კონგრესის კონსულტანტი BBC2-ს: ამერიკის პრეზიდენტი სამჯერ შეხვდა უცხოპლანეტელებს
23:55:22     19-02-2013
ეს გახლდათ აშშ პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი, რომელიც ამერიკის სამხედრო ბაზებზე შეხვდა უცპლანეტელებს და აზრობრივად ესაუბრა მათ. ამის შესახებ მონაცემები პენტაგონისა და აშშ კონგრესის ყოფილმა კონსულტანტმა და ამჯერად ბრიტანელმა უფოლოგმა და მწერალმა ტიმოთი ჰუდმა მსოფლიოს ტელეარხ BBC2- ისთვის მიცემული ინტერვიუს მეშვეობით გააცნო.
მეცნიერის თქმით აშშ-ს 34-ე პრეზიდენტს სულ სამი შეხვედრა ჰქონდა უცხოპლანეტელებთან. ყველა ნიუ-მექსიკოში შედგა 1954 წელს. შეხვედრები ტელეპათიური ურთიერთობების საშუალებით შედგა. სამწუხაროდ, ამ კონტაქტების დამადასტურებელი არაფერია შემონახული. მაგრამ ტიმოთი ჰუდი დარწმუნებულია, რომ ეიზენჰაუერმა სამხედრო-საჰაერო ბაზა „ჰოლომან“-ზე საპლანეტათშორისო სამიტიც კი გამართა.
ჰუდი ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელები დედამიწაზე ძალიან დიდი ხანია, რაც მოფრინავენ. ამ ხნის განმავლობაში ისინი ეკონტაქტებოდნენ არა მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებსაც.
შევნიშნავთ, რომ ხმები ეიზენჰაუერის ასეთ შეხვედრებზე დიდი ხნის წინ დაირხა. ამას მოჰყვა კიდევ ერთი: თითქოს ამო-ს გამოჩენის მოწმე უინსტონ ჩერჩილიც გახდა, რომელმაც რჩევისთვის ეიზენჰაუერს მიმართა, რათა გაეგო, თუ როგორი რეაგირება მოეხდინა უცნობი ობიექტის გამოჩენაზე.
შემდეგ კი ყველა დოკუმენტი გაასაიდუმლოვა 50 წლის ვადით, როგორც ეს ამო-მ უბრძანა. მოკლედ, გამოკითხვებით, ამერიკელთა 80% დარწმუნებულია, რომ მათმა ხელისუფლებამ იცის უცხოპლანეტელთა შესახებ, მაგრამ მალავს იფორმაციას.