კოქტეილი "ბელინი"
13:04:12     10-01-2011
შემადგენლობა
ატამი - 1 ცალი
ლიმონი 1 ცალი
აგავა - 1 ს/კ
მინერალური წყალი - 1 ჭიქა (ცივი)
ბელინი- არის პოპულარული იტალიური კოქტეილი, რომელიც კეთდება შამპანურით. ეს ვერსია უალკოჰოლოა.
გაფცქვნილი ატამი, ლიმნის წვენი, აგავა და 2 კოვზი მინერალური წყალი ავთქვიფოთ ბლენდერში, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი მასა. დავამატოთ დარჩენილი მინერალური წყალი და ავთქვიფოთ ბლენდერში ზუსტად ერთი წამის განმავლობაში დაბალ სიჩქარეზე. ჩავასხათ ჭიქებში.
გემრიელად მიირთვით!