ლადო ბედუკაძე: „...ვაუპატიურებ სწრაფად და იაფად“
19:14:58     15-02-2013
„რაც არ უნდა ცრუ მოწმეები ქექოთ, რაც არ უნდა ჩირქი მომცხოთ, მაინც არ გამოგივთ, თქვენი დრო წასულია, უკვე აღარაფერი გეშველებათ, თქვენმა მატარებელმა ჩაიარა! დაგემხოთ თავზე თქვენი აშენებული ქვეყანა ლაზიკით და შადრევნებით?
მიდით, მიდით, გაახარეთ გულები… უხ ეს საზიზღარი ბედუკაძე: როგორ აუპატიურებს, ცემს, აწამებს და კლავს პატიმრებს, ზოგს ცოცხლად ჭამს ზოგს ხარშავს. მხოლოდ გაითვაისწინეთ ხანდახან რომ ცრუ დასმენა კანონით დასჯადია და ფრთხილად", - ეს სტატუსი გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომელმა, „ციხის კადრების“ ავტორმა ლადო ბედუკაძემ, რომელსაც ახლა აქეთ ადანაშაულებენ პატიმართა წამება-გაუპატიურებაში, „ფეისბუქში“. დაწერა.
მოგვიანებით მან კომენტარებში დაამატა: "დიდი მადლობა გაზეთ „ალიას“ რომელმაც არ მისცა უფლება ამ ნაძირალას დაებეჭდა ეს სიბინძურე! ისე კარგი იდეა კი შეარჩია, პოპულარული „ქათამი“ იქნება, „კლიენტებს“ რა დაულევს აწი"... "რეკლამა მინდა რაიმე მოვიფიქრო, ვერ დამეხმარებით? ვაუპატიურებ სწრაფად და იაფად და მსგავსს?… არ გამკვირვებია ნაცებს ისევ „ქათამი“ თუ დაიცავს! ფუ თქვენი!“.