თურქეთის პრეზიდენტის დიპლომატიური წკიპურტი ივანიშვილს (ვიდეო)

  11:45:21     15-02-2013

ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა. ტრადიციული ხელის ჩამორთმევისა და ფოტო-კამერების ფონზე მორგებული ღიმილის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა ივანიშვილი სათათბირო მაგიდასთან მიიწვია. 

თუმცა, პრეზიდენტი მაგიდის თავში დაჯდა, ივანიშვილს კი, ადგილი არა მის მოპირდაპირედ, არამედ გვერდით - „დეპარტამენტის უფროსის“ მსგავსად მიუჩინა. 

ექსპერტთა აზრით, ასეთი განლაგება ნათლად აჩვენებდა იმას, რომ იქ, უპირატესი თურქეთის პრეზიდენტი იყო, რომელიც არც თანასწორად განიხილავდა ივანიშვილს და არც იმდენად პატივსაცემად, რომ ასეთი დიპლომატიური „დარტყმა“ არ მიეყენებინა.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი პრეზიდენტს ხვდებოდა, დიპლომატიაში უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ შეხვედრა, მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში წარმართულიყო. თუმცა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ივანიშვილისთვის თავის გატოლება არ მოისურვა.