დააკავეს კანიბალი, რომელმაც 2 მამაკაცის გული შეჭამა
13:46:15     13-02-2013
პენზის რაიონული სასამართლო განიხილავს კანიბალის საქმეს, რომელიც ე.წ. ბომჟებს კლავდა, აცლიდა გულს და მიირთმევდა.
უკვე დადასტურებულია, რომ მან ორი მამაკაცის გული შეჭამა.
როგორც თავად აღიარა, ატანა არ აქვს ბომჟების, რის გამოც ისინი ავტომატურად ხდებოდნენ მსხვერპლნი. მანიაკი მათ ჯერ უკაცრიელ ადგილზე შეიტყუებდა, შემდეგ კი დანით კლავდა. ამ ყველაფერს კი დღიურში აღწერდა.