
ამირეჯიბი: აქვთ თუ არა, უმრავლესობაში დაბრუნების შანსი ნაციონალებს? ვფიქრობ რომ აქვთ!
11:53:48     13-02-2013
პრესა.ჯი: როგორ შეაფასებდით 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინცინდენტს? ვისი პროვოცირებული იყო დაპირისპირება?
დავით ამირეჯიბი : ის, რაც მივიღეთ შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მთელი ქართული საზოგადოების წინაშე.
საქართველოს ისტორიაში, პუტჩის შემდგომ, პირველად მოხდა, რომ დესტრუქციულად განწყობილი ადამიანები, ხალხის სახელით, აგრესიულად იწევენ პარლამენტარებზე, ფიზიკურად ეხებიან დეპუტატებს, მათ შორის ქალბატონს, ამტვრევენ ბიბლიოთეკის კარს, ფანჯრებს და ფაქტობრივად, მძევლად აჰყავთ მთელი დიპკორპუსი, ხოლო ხელისუფლებისა და ქართული "ინტელიგენციის" ნაწილი - ამართლებენ ამას და პროვოკაციაში ბრალს სდებენ დეპუტაციას და ქალაქის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც მოვიდნენ პრეზიდენტის გამოსვლის მოსასმენად.
"პროვოკაცია", მათ მხრიდან, მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ ისინი აპირებდნენ შესვლას დარბაზში ცენტრალური შესასვლედიან და არა სათადარიგოდან, რასაც სთავაზობდა ღარიბაშვილი - თითქოს ეს საზოგადოების სურვილი იყო, ქართული დეპუტაციის დამცირება და მათთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობა.
- როგორ შეფასებდით იმ 8 თებერვლის ინციდენტის დროს შს მინისტრის მოქმედებას?
- შთაბეჭდილება იქმნება, რომ პოლიცია შერჩევით მოქმედებდა - გაბოროტებილი პირების დაუფარავ, აგრესიულ ქმედებებზე "უფლებებს" მეტად უწევდა ანგარიშს, ვიდრე კანონით დადგენილ მოვალეობას - კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაიცვას დეპუტატები, ოფიციალური პირები, იქ მყოფი საზოგადოება და უზრუნველყონ პრეზიდენტის ღირსეული შეხვედრა ელჩებთან და მოქალაქეებთან.
იმის მაგიერ, რომ პოლიციას უზრუნველეყო უცხო სახელმწიფოების ოფიციალური პირებისა და ქართველი პარლამენტარების საკადრისი დაცვა, მათ სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენეს დიპკორპუსი, დაპუტატები და დაუშვეს მათი და მთელი ქართული საზოგადოების შეურაცხყოფის ფაქტები.
გიგი უგულავა აღაშფოთა სწორედ უმართავმა, ქაოტურმა სიტუაციამ, რომელიც იქ დახვდა და გაბოროტებული პირების დაუფარავმა, უკონტროლო აგრესიამ. საუბრობენ იმაზეც, თითქოს უსამართლოდ რეპრესიტებულ პოლიტპატიმრებს აქვთ უფლება გამოხატონ თავისი პოზიცია, თუნდაც აგრესიული ფორმით - გინებით; ცემა-ტყებით და ბიბლიოთეკის კარფანჯრების მტვრევით.
კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ასეთ „გაგებას". აგრესიული, დესტრუქციული, სახელმწიფოებრიობისთვის და საზოგადოებისთის საშიში და შეურაცმყოფელი ქცევით გამოირჩეოდნენ არა პოლიტპატიმრები, არამედ საბჭოთა მეხუთე კოლონა, „კგბ“ და მის მიერ მართული კრიმინალები, რომლებიც მოქმედებდნენ ხალხის სახელით - ხალხის საწინააღმდეგოდ და უპირისპირებდნენ საკუთარ ქვეყანას და ხალხს.
გინებით, აგრესიით და ქალების შეურაცხყოფით იწყება დიდი უბედურება - ერის დამონება და ქვეყნის დესუვერენიზაცია. უზდელობის, არაკაცობის, უკონტროლო ვნებებით შებყრობილი ადამიანების ასოცირების მცდელობები პოლიტპატიმრის სახელთან, არახალია - ამას დღენიადაგ ცდილობდნენ საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი, მისი სპეცსამსახურები, მათ მიერ მართული მედია და წითელი ინელიგენცია.
კატეგორიულად მოვითხოვთ დაისაჯონ ყველა ის პირები, რომლებმაც დაუშვეს ეს უპრეცენდენტო ძალადობა და ქართული სახელმწიფოს დისკერედიტაციის მცდელობა.
- რა ზომები უნდა მიეღო შს სამინისტროს, რომ დეპუტატები არ ეცემათ?
- ეს ზომები მკაცრადაა გაწერილი შესაბამის რეკომენდაციებში და პოლიციის ქცევის წესებში. ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია ეს ვიწრო ქუჩებია, სადაც ვერ თავსდება ხალხის დიდი რაოდენობა და სწორედ ამიტომ, სიტუაციის მართვა არ წარმოადგენდა სირთულეს.
პოლიცია ასეთ შემთხვევებში აყენებს ჯებირებს, აკეთებს მკაცრად დაცულ საზღვრებს, სადაც გადაადგილდებიან მოწვეული სტუმრები, ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობა.
პოლიცია იცავს 20 მეტრიან პერიმეტრს და არავის აძლევს მისი დარღვევის შესაძლებლობას. ადამიანები გამოხატავენ საკუთარ პოზიციას პლაკატებით, შეძახილებით და არავის ეძლევა დესტრუქციული ქმედებების უფლება.
ბიბლიოთეკაში შესასვლელი კიბეები და მთელი პერიმეტრი უნდა ყოფილიყო დაცულ ზონაში, იქ ყოფნის უფლება არავის არ უნდა ჰქონოდა, გარდა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა. ეს ჩვენზე უკეთ მოეხსენებათ პოლიციისა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს. რა მოტივით არ დაიცვეს მათ ეს ელემენტარული წესები, და თავისი უმოქმედობით დაუშვეს მოწვეული სტუმრებისა და ოფიციალური პირების უპეცედენტო შეურაცყოფა და ფიზიკური ტერორი, ეს გამოძიების პრეროგატივა უნდა გახდეს.
ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან კარგად მახსოვს, არა ერთი შემთხვევა, როდესაც მილიცია და შემდგომ პოლიციაც არღვევდა ადამიანის უფლებებს, გადამეტებული სისასტიკით უსწორდებოდა მომიტინგეებს. მახსოვს 9 აპრილის ღამეც, როდესაც ქართულმა მილიციამ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა სიკვდილს, იქ მყოფი მომიტინგეები.
- აქვე ქვეყნის საგარეო კურსზეც მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, წავიდა თუ არა საქართველო რუსეთისკენ? მუშაობის 100 დღის თავზე რა მოუტანა ქართველ ამორჩეველს ივანიშვილმა?
- როგორც გვამცნობს Associated Press - დეკემბერში, აშშ სახემწიფო მდივანმა კლინტონმა, ლავროვთან შეხვედრის წინ, გააკეთა ნიშანდობლივი განცხადება. კლინტონის აზრით, რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე,- "რეგიონის რესოვეტიზაციის მცდელობებს, ამას დაერქმევა საბაჟო კავშირი, ან ევრაზიული კავშირი, ან რაღაც ამდაგვარი. მაგრამ ნუ შევიყვანთ თავს შეცდომაში. ჩვენ კარგად ვუწყით, თუ რაში მდგომარეობს ამ მცდელობათა მიზანი და მოვძებნით ეფექტურ საშუალებებს, რომ წინ აღვუდგეთ ამ მცდელობაბს, შევანელოთ, ან შევაჩეროთ ეს პროცესი". დეკემბერში გადაიდო უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვში.
იანუკევიჩმა გადადო პუტინთან ვიზიტი, სწორედ იმის გამო, რომ მთელი ცივილური სამყარო და უკრაინის ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს ვიზიტი, რომლის მთავარი მიზანი ახალ საბაჟო-ეკონომიკურ კავშირში უკრაინის გაწევრიანებას შეეხაბა, შეუშლის ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციას და თანამედროვე, ცივილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბაბას.
უკრაინის ეკონომიკისა და სავაჭრო ურთიერთობების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პეტრე პოროშენკო ამასთან დაკავშირებთ ამბობს - "დღეს აბსოლუტურად ზუსტად უნდა გავიაზროთ, რას წარმოადგენს საბაჟო ეკონომიკური კავშირი. პირველ რიგში ეს არის, სუვერენული ნაციონალური უფლებების დელეგირება ზენაციონალურ ორგანოში, რომელშიც ჩვენ არ გვექნება ვეტოს შესაძლებლობა და არ გვეყოლება უმრავლესობა, ნაციონალური ინტერესების დასაცავად".
ევროკავშირმა გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ ის ვერ მიიღებს თავის შემადგენლობაში ქვეყნებს, რომლებიც აპირებენ გაერთიანებას საბაჟო, ან მსგავს კავშირებში, რადგან ამ კავშირებში, მათ წაერთმევათ უფლება დამოუკიდებლად აწარმოონ სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებები ევროკავშირის ქვეყნებთან და ვერ მოიაზრებიან, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები, ამ ურთიერთობებში.
რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ შეეხება საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს საბაჟო-ეკონომიკურ კავშირში, ყაზახეთთან, ბელორუსთან და რუსეთთან ერთად, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოდერნიზებული სსრკ.
ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობების გათბობის პირობა, რაც გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, ევროინტეგრაციას. საქართველოს გაერთიანება ამგვარ კავშირებში იქნება ქვეყნის დესუვერენიზაციის დააწყისი.
დსთ მხოლოდ სატყუარაა, რეალურ საშიშროებას წარმოადგენს საქართველოს გაწევრიანების პერსპეკტივა ევრაზიულ და საბაჟო-ეკონომიკურ კავშირებში, რომლებიც, თავის თავად წარმოადგენს ეტაპს, პოსტსაბჭოური ქვეყნების სრული რესოვეტიზაციის და დესუვერენიზაციის პროცესში.
რუსეთისთვის მისაღებია, მხოლოდ საქართველოს ლეგიტიმური რეინტეგრაცია მოდერნიზებულ სსრკ-ში, სხვაგვარად ყოველთვის დარჩება დამოუკიდებლობის აღდგენის იურიდიული ბერკეტები. "გამოსავალი" სამოქალაქო ომის პროვოცირებაა. ამიტომ, რუსეთის პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური ძალების კონფრონტაციულ პოლარიზაციისკენ, რომლის ირადიაციის მცდელობებმა საზოგადოება უნდა დაჰყოს ორ, მტრულ ბანაკად, რითაც შეიქმნება სამოქალაქო ომის წინაპირობები.სამოქალაქო დაპირისპირების საფუძველი უნდა გახდეს პრორუსულ და პროდასავლურ ძალთა ჭიდილი. აქ მთავარია შთაბეჭდლების შექმნა, - თითქოს მოსახლეობის ურთიერთდაპირისპირების სფუძველი პროდასავლური და პრორუსული ანტაგონისტული განწყობებია და მოსახლეობის 80% სურს დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და დაბრუნება სსრკ-ში. ამ შემთხვევაში გვპირდებიან აფხაზებთან და ოსებთან ძმური მეგობრობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც.
ოკუპირებულ ქვეყანაში, სამოქალაქო ომი ბოლოს მოუღებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ცივილური განვითარების ყოველგვარ მცდელობას.
ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის შემადგენლობაში, გამთლიანებული რუსეთის იმპერიაა და არა საქართველო! ვინც ზრუნავს - ამ ფასად დაუბრუნოს საქართველოს მთლიანობა, რუსი და არა ქართველი პოლიტიკოსია.
რეალურად, როგორც ეს არაერთგზის აღინიშნა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საბაჟო-ეკონომიკური კავშირში შევლენ დამოუკიდებელი სუბიექტების სტატუსით. სსრკ-ში დაბრუნებით საქართელო ჰკარგავს სუვერენიტეტს და არაფერს არ იძენს, ხოლო ისინი, ვინც აპირებენ საქართველოს გაყიდვას - შეიძენენ მილიარდებს და ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის ნეტარებას!- აქვს თუ არა, შანსი ნაციონალურ მოძრაობას დაბრუნდეს ხელისუფლებაში და როგორ უნდა მოახერხოს ეს?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმის ბერკეტები, რომ არ დაუშვას კრემლის გეგმის რეალიზაცია და აღკვეთოს საზოგადოების კონფრონტაციული პოლარიზაციის მცდელობები - ეს უპირველესი ამოცანაა.
საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სტრატეგია ეროვნული კონსენსუსის გამომხატველია, რომელსაც მხარს უჭერს ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობა და არა მხოლოდ მისი 54%. ამომრჩეველთა უმრავლესობამ მისცა ხმა "ქართულ ოცნებას" არა იმიტომ, რომ არ სურს, ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ევროინტეგრაცია, ნატოში ჩვენი გაწევრიანება და სურს სსრკ რეანიმაცია, არამედ იმიტომ, რომ ღირებულებები არა საგარეო ორიენტირებს წარმოადგენენ, არამედ სახელმწიფოს შინაგანი მოწყობის საფუძველს.
საგარეო ინტეგრაცია და ორიენტაცია სრულ შესატყვისობაში უნდა იყოს საშინაო პოლიტიკასთან, აქ და ამჟამად. დემოკრატია და ჩვენი უფლებების დაცვა გვსურს საკუთარ ქვეყანაში, ევროინტეგრაცია ნიშნავს არა მხოლოდ შესაბამისი დოკუმეტების ხელმოწერას ევროკავშირთან, არამედ იმას, რომ თბილისი, ქუთაისი, გორი... ხდებიან ევროპული ქალაქები, დემოკრატიულობის, ადამიანის უფლებების დაცვის, შრომითი უფლებების და სხვა მნიშვნელოვანი, ევროპული ყოფისთვის დამახასიათებელი ასპექტებით.
ელექტორატმა განიცადა ფრუსტრაცია, შინაგანი და საგარეო პოლიტიკის ინკონგრუენტობის გამო. დემოკრატიული ღირებულებები ხშირად მოდიოდა წინააღმდეგობაში არადემოკრატიულ სასისიცოცხლო გარემოსთან და ხელისუფლების ქნედებებთან.
ადამიანებს, რომლებიც საპროტესტო მიტინგებზე გამოდიოდნენ, ხშირად გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობისა და მათი უფლებების შელახვის გამო, მივიჩნევდით იმ პოლიტიკის გამზიარებლებად, რომელსაც ლიდერები მისდევდნენ.
არ არსებობდა ეროვნული ოპოზიციური ძალა, რომელიც შეკრებდა თავის გარშემო უკმაყოფილო ელექტორატს და არ აჩუქებდა მათ ხმებს პუტინს. სიტუაციის გამოსწორება რეპრესიებით შეუძლებელია. აქვთ თუ არა, უმრავლესობაში დაბრუნების შანსი ნაციონალებს? ვფიქრობთ რომ აქვთ, რადგანაც დღესაც ის რჩება ერთადერთ ძალად, რომელიც ღიად სცნობს, თავისი პოლიტიკის მთავარ ნიშნულებად, იმ ღირებულებებს, რომლებიც თანხმობაშია საზოგადოების დაკვეთასთან, ეროვნული კონსესუსის საფუძვლებთან.
რაც შეეხება ეროვნული მოძრაობის პოლიტიკის ჩრდილოვან მხარეებს, ვფიქრობ, რომ ეს ჩრდილი ქართულ ოცნებასაც დასდევს, არა ნაკლებად, თუ არა მეტად. ნეციონალურმა მოძრაობამ უნდა გააცნობიეროს დაშვებული შეცდომები და გაატაროს არაწინააღმდეგობრივი პოლიტიკა, როდესაც საქმე და ლაპარაკი თანხმობაში იქნება ერთმანეთთან და საზოგადოების მოთხოვნებთან.
მაგრამ ამ შემთხვევაშიც, პრობლემა რჩება - ეროვნული ოპოზიციის არარსებობა. „ედინაია როსია“ არ შეიძლება იყოს ოპოზიციური ძალა საქართველოში