„ნაციონალურ მოძრაობაში“ საგანგებო ბრიფინგი იგეგმება
17:37:06     12-02-2013
პოლიტიკური ანგარიშსწორება გრძელდება. დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის პროკურატურაში დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება რამოდენიმე წუთში გაკეთდება.
ცნობისთვის, „პრესა.ჯი“- ინფორმაციით. გუშინ, მას შემდეგ რაც დედაქალაქის არჩეულმა მერმა, საჯაროდ დააფიქსირა რომ არ აპირებს პოლიციაში მისვლას და გამომძიებელს თბილისის მერიაში ელოდება, შს სამინისტროში, მინისტრის ბრძანებით საგანგებო თათბირი გაიმართა.
წყაროს ცნობით, თათბირს, მინისტრის გარდა ესწრებოდნენ: მოადგილეები, გენერალური ინსპექციის უფროსი, საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი, თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობა და „მოდულის“ პირველი პირები.
თათბირზე მთავარი განსახილველი თმა იყო როგორ უნდა აიძულონ გიგი უგულავა მივიდეს დაკითხვაზე.

პროკურატურის ინფორმაციით კი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარება "სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას" უკავშირდება.
იხილეთ სტატია შს სამინისტროში გამართული თათბირის დეტალების შესახებ