![დაჭრილი პოლიციელის ახლობლები ღარიბაშვილს უმოქმედობაში ადანაშაულებენ დაჭრილი პოლიციელის ახლობლები ღარიბაშვილს უმოქმედობაში ადანაშაულებენ](http://presa.ge/img/multimedia/a23495.jpg)
დაჭრილი პოლიციელის ახლობლები ღარიბაშვილს უმოქმედობაში ადანაშაულებენ
15:59:28     12-02-2013
წუხელ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. აღნიშნული ინფორმაცია სამეგრელო–ზემო სვანეთში, პრეზიდენტის რწმუნებულმა თენგიზ გუნავამ გაავრცელა.
თენგიზ გუნავა: „წუხელ, ღამის საათებში ზუგდიდის ბულვარის ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი დავით ქვარაია მუცლის არეში დაჭრეს. როგორც მეუბნებიან ქვარაია ე.წ „შპრიცით“ დაჭრეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება ეჭვმიტანილს ის დაკავებული არ არის.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როდესაც 8 თებერვალს მელორ ვაჩნაძე ხელს არტყამს პოლიციელს და 100 ლარიანი ჯარიმით გარეთ გამოდის. კრიმინალები ბობოქრობენ და პოლიციელები კი მათ ხმას ვერ სცემენ. ეს შემაფოთებელი ფაქტია“.
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით ქვარაია ზუგდიდის საავადმყოფოში იმყოფება. პაციენტის მკურნალი ექიმის, გოჩა გულუას განცხადებით, დაჭრილს ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა.
„პრესა.ჯი“ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.
თენგიზ გუნავა: „წუხელ, ღამის საათებში ზუგდიდის ბულვარის ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი დავით ქვარაია მუცლის არეში დაჭრეს. როგორც მეუბნებიან ქვარაია ე.წ „შპრიცით“ დაჭრეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება ეჭვმიტანილს ის დაკავებული არ არის.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როდესაც 8 თებერვალს მელორ ვაჩნაძე ხელს არტყამს პოლიციელს და 100 ლარიანი ჯარიმით გარეთ გამოდის. კრიმინალები ბობოქრობენ და პოლიციელები კი მათ ხმას ვერ სცემენ. ეს შემაფოთებელი ფაქტია“.
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით ქვარაია ზუგდიდის საავადმყოფოში იმყოფება. პაციენტის მკურნალი ექიმის, გოჩა გულუას განცხადებით, დაჭრილს ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა.
„გვიან ღამით დაახლოებით 03:00 საათზე შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მუცლის არეში ბასრი იარაღით მიყენებული ღრმა ჭრილობა აღენიშნებოდა. მას გაკეთდა ოპერაცია.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას“,- განაცხადა ექიმმა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას.
დაჭრილი პოლიციელის ახლობლები ამ წუთებში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი. ისინი შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მომხდარის უსწრაფესი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.„პრესა.ჯი“ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.
პრესცენტრის ხელმძღვანელის თქმით ის ინფორმაციას გადაამოწმებს და მომხდარის შესახებ ოფიციალურ კომენტარს მხოლოდ მაშინ გააკეთებს.