![18 წლის მოდელის მკვლელობის დეტალები 18 წლის მოდელის მკვლელობის დეტალები](http://presa.ge/img/multimedia/a23484.jpg)
18 წლის მოდელის მკვლელობის დეტალები
13:25:53     12-02-2013
18 წლის მოდელის მარიამ არაქელოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებული, 1986 წელს დაბადებული სერგო მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
შს ცნობით, ბრალდებულმა 2013 წლის 1 თებერვალს, თბილისში, გ. ათონელის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის სადარბაზოს კიბის ქვეშ, ურთიერთშელაპარაკების დროს,გულმკერდის არეში დანით სასიკვდილოდ დაჭრა ამავე სახლში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული მარიამ არაქელოვი.
დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც, სერგო მ-მ იმავე დანით სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. დაკავებული, ამ დრომდე, თბილისის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში, პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აწარმოებს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ „პრესა.ჯი“ საზარელი მკვლელობის შესახებ მომხდარიდან მალევე წერდა. გარდაცვლილი გოგონას ცხედარი მეზობლებმა ათონელის ქუჩაზე, დაახლოებით 21:30 საათზე სადარბაზოს კიბეებთან ნახეს და პატრული გამოიძახეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მარიამ არაქელოვი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მკვლელი მას სადარბაზოში დახვდა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

გარდაცვლილის მეზობლები მომხდარს ეჭვიანობას უკავშირებენ. ახალგაზრდა მოდელი მკვლელობაში ეჭვმიტანილს ხვდებოდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით კი მკვლელობის დღეს არაქელოვა დაკავებულს დაშორდა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილის ოჯახმა პოლიციას მკვლელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია 1 თებერვალს მიაწოდა. ახალგაზრდა გოგონა დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა, იგი მოდელი იყო და ანსამბლშიც ცეკვავდა.