თბილისში კიდევ ერთი მაღაზია გაძარცვეს
13:09:47     12-02-2013
თბილისში კიდევ ერთი კრიმინალური ფაქტი მოხდა. გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა წერეთლის გამზირზე სასურსათო მაღაზია გაძარცვეს.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან სპირტიანი სასმელები, სიგარეტი და 20 ლარამდე თანხაა წაღებული. მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, მძარცველებმა მაღაზიის ფანჯარა ჩაამსხვრიეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს კრიმინალური პოლიცია. მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს.
საზოგადოებაში უკვე აქტიურად გამოთქვამენ პროტესტს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა დანაშაული: ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, ქუჩური გარჩევები და სხვა.
მოსახლეობა ჰყვება, რომ ე.წ შავი სამყაროს წარმომადგენლები სისტემატურად უტარებენ უბნის ახალგაზრდებს „ლექციას“ „კაი ბიჭობის“ ინსტიტუტის შესახებ. ციხიდან პოლიტდევნილთა სტატუსს ამოფარებული კრიმინალები უკმაყოფილებას გამთქვანენ, რომ ბოლო 9 წლის განმავლბაში ახალგაზრდების ცნობიერება შეივალა.
ექსპერტთა აზრით, კრიმინოგენური სიტუაციის დაძაბმა გამოწვეულია როგორც პოლიციის არაეფექტურობით ისე იმითაც, რომ შს გამოუცდელმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მოადგილეებად და პოლიციის უფროსებად ოდიოზური, შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის დროინდელი პოლიციელები დანიშნა. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა აჩვენა რომ პოლიციამ ავტორიტეტი და პატივისცემა დაკარგა.