გიგა ნასარიძის ცემა ირაკლი ღარიბაშვილმა შეუკვეთა?

  11:22:06     12-02-2013

კლასიკური ნიმუში თუ როგორ შეუსრულა შინაგან საქმეთა მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გიგა ნასარიძეს ჯერ კიდევ არჩევნებამდელი დანაპირები და მუქარა. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ნასარიძეს მოხვედრილი მუშტი, როგორც ამ დოკუმენტური მასალიდან ირკვევა, ღარიბაშვილის დაკვეთილი უნდა ყოფილიყო.

თავად ნასარიძეც იხსენებს, რომ ბანდის მიერ „ნაციონალების“ ცემისას მას სპეციალურად გამოედევნენ და განსაკუთრებულად უსწორდებოდნენ. როგორც ამ ფაქტობრივი მასალიდან ირკვევა, ღარიბაშვილს ნასარიძესადმი ძველი ბოღმები აწუხებს. 

 "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს ფოტო-ილუსტრაციას, რომლის მიხედვითაც, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება"-ს დამფუძნებელს გიგა ნასარიძეს "მალე შეხვედრის" სურვილით - სამარცხვინო პრეზიდენტის კლიპ-მეიკერი უწოდა.

ზუსტი ციტირება ღარიბაშვილის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული მინაწერიდან: "აი, ეს "კაცი" გახლავთ დღევანდელი სამარცხვინო და უზნეო პრეზიდენტის "კლიპ-მეიკერი" - იგივე AKA "გენერალი" ნასირიძე... :))) შეხედეთ, ამ უზნეო "კაცს", ჯარისკაცის ფორმა როგორ აცვია, ამით ჩვენს ყველა ღირსეულ ჯარისკაცს, თითოეულ ქართველს აყენებს შეურაცხყოფას! უბრალოდ სირცხვილია ჩვენი საზოგადოებისთვის... და ეს ნაზი-ნასირიძე "კლიპ-მეიკერი" ამბობს, რომ თურმე ჩემი სიმამრი პოლიციის ნამდვილი გენერალი თამაზაშვილი არის თურმე ნარკობარონი, ადამიანების გამტაცებელი, კრიმინალებისა და "ქურდების" მეგობარი, ქვეყნის მტერი და ა.შ... 

ალბათ არ იცი რომ ძალიან სასაცილო და საბრალო ხარ ბატონო ნასირიძე :))) გულწრფელად გეტყვი, რომ შენ და შენი დამკვეთი სააკაშვილი ძალიან მეცოდებით... მალე შევხვდებით ;)" -დაწერა ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 23 აგვისტოს.