
პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა დაიწყო
20:07:12     11-02-2013
რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის სასახლეში მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი. უსუფაშვილი, ივანიშვილის მითითებით, პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.
პრეზიდენტსა და ივანიშვილის მთავრობას შორის მოლაპარაკების გამართვის ინიციატივა სააკაშვილს ეკუთვნის. 8 თებერვლის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, როცა პოლიციამ დეპუტატების უსაფრთხოება ვერ დაიცვა, პრეზიდენტმა, საჯარო გამოსვლისას ივანიშვილს დიალოგისკენ მოუწოდა.
თუმცა, ივანიშვილმა მასთან დავით უსუფაშვილი გააგზავნა. განხილვის მთავარი თემაა საკონსტიტუციო ცვლილებები. უმრავლესობა პრეზიდენტის უფლებამოსიფლების შეზღუდვას ითხოვს და აცხადებს, რომ სააკაშვილს, კონსტუტუციით, მთავრობის გადაყენების უფლება აღარ უნდა ჰქონდეს.
პრეზიდენტი და უმცირესობა აცხადებს რომ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ უმრავლესობის ინიციატივასთან ერთად, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ საქართველოს საგარეო კურსი არის დასავლური. ამასთანავე, გაიზრდება საკონსტუტუციო ცვლილებებისათვის საჭირო ქვორუმი.