
სააკაშვილის „ჩაშლილი გამოსვლა“ რუსული მედიის მთავარი თემა იყო (ვიდეო)
16:06:51     09-02-2013
გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენები რუსული ბეჭდური და ელექტრონული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თითქმის ყველა გაზეთში, ტელევიზიასა და საინფორმაციო ინტერნეტსაშუალებებში საქართველოს პრეზიდენტის „ჩაშლილი გამოსვლა“ მთავარ ამბად იყო მიწოდებული და იქვე მითითებული იყო, რომ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა უკვე გასული აქვს.
„ასეთია მიმდინარე პოლიტიკური მომენტის თავისებურებები ქვეყანაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი „პოსტსაბჭოტა სივრცეში დემოკრატიის ვიტრინას“ უწოდებდა“ - აღნიშნავს რუსეთის პირველი არხი და დასძენს, რომ სააკაშვილის მოხსენებით გამოსვლის ადგილად პრეზიდენტის სასახლე განისაზღვრა, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც „ის ახლა თავს მშვიდად გრძნობს“.
რუსეთის საინფორმაციო საშუალებები განსაკუთრებული აღტაცებით იყენებენ ლექსიკასა და ტერმინოლოგიას, რომლის დამკვიდრებასაც ივანიშვილის კოალიცია ცდილობს და საქართველოს პრეზიდენტს „ვადაგასულს“ უწოდებენ.