ვაზის ფოთლის ტოლმა არაბულად
13:24:07     08-01-2011
მასალა: 750 გრ ვაზის ფოთოლი (მომზადებული ტოლმისთვის), 1 კგ. ბრინჯი, მწვანე ქინძი, ოხრახუში, ცერეცო (სასურველია ერთიანობაში 500გრ-მდე) სტაფილო 2-3 ცალი, ჩხირებად დაჭრილი. 2-3 ცალი კარტოფილი, ასევე ჩხირებათ დაჭრილი. 500 გრ პომიდორი (გახეხილი ან მიქსერში გატარებული) 3-4 თავი ხახვი საშუალო ზომის, შავი პილპილი, მარილი 1,5 სუფრის კოვზი, 2-3 ცალი ლიმონის წვენი.
ქვაბში ჩავასხათ ზეთი, 0,5 ჩ/ჭ, ჩავყაროთ ხახვი და მოვშუშოთ, ჩავასხათ პომიდორი, და დაველოდოთ, სანამ არ ჩასქელდება, გადმოვდგათ ქურიდან, ჩავყაროთ ბრინჯი, მწვანილი, შავი პილპილი და მარილი. გულსართი უკვე მზად არის. ავიღოთ ვაზის ფოთოლი და დავდოთ თეფშზე, დავადოთ არა შუაგულში, არამედ თქვენს მხარზე 1 ჩ/კ გულსართი და გადავახვიოთ. ყველა შეხვეული ტოლმა ცალკე დავაწყოთ. ავიღოთ ქვაბი და ძირში დავუფინოთ მრგვლად დაჭრილი ხახვი. მარაოსებურად დავალაგოთ ტოლმა, ყოველი 4 ტოლმის მერე დავდოთ ხან სტაფილო ხან კარტოფილი. ასე ამოვავსოთ ქვაბი. დავასხათ ზევიდან ზეთი და წყალი ისე რომ ზუსტად დაიფაროს ტოლმა. მოვაფინოთ დარჩენილი ვაზის ფოთლები, და დავადოთ თეფში. დავდგათ ქურაზე, ნორმალურ ცეცხლზე. როცა ადუღდება, დავასხათ ლიმნის წვენი და გაზს დავუწიოთ მინიმალურად. თავი მჭიდროდ არ დაახუროთ, რადგან სითხე უნდა ამოშრეს. ამას ადუღებიდან დაახლოებით ერთი საათი დაჭირდება. ავიღოთ დიდი თეფში და ქვაბს ზევიდან დავადოთ და გადმოვაბრუნოთ, ისე რომ ფორმა არ დაზიანდეს. 250 გრამ მაწონს შევურიოთ დანაყილი 2-3 კბილი ნიორი, მარილი და 2 ს/კ ზეთი (მშვენიერი საწებელია ტოლმისთვის). მიირთვით ისიამოვნეთ.