მეოცნებე აქტივისტები თენგიზ გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ

  18:06:40     08-02-2013

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. რამოდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ყოველწლიური ანაგრიშის მოსასმენად მისულ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, თენგიზ გუნავას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც პრესა.ჯი"-ს კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, პოლიტიკოსებზე განსაკუთრებულ აგრესიას ყოფილი პატიმრები ავლენენ. გუბერნატორი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ცდილობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეღწევას.