
უმცირესობა ბიბლიოთეკასთან მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლების კვალს ხედავს
17:15:00     08-02-2013
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ეროვნულ ბიბლოთეკასთან მიმდინარე პოლიტპატიმართა აქცია, ხელისუფლების პროვოცირებულია.
როგორც ნადირაშვილმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, მთავრობა ყველანაირად ცდილობს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციური უფლების შესრულებასა და ამომრჩეველისთვის ანგარიშის წარუდგინაში ხელის შეშლას.
ირმა ნადირაშვილი: მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გაუგებარი განმარტებები გააკეთა, თუ რატომ არ უნდა მისულიყო საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშის წარსადგენად, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის აუცილებლად უნდა მიემართა ეროვნული ბიბლიოთეკიდან. სააკაშვილი მატრო დეპუტატებისთვის არ აპირებდა ანგარიშის ჩაბარებას აქ მთავარი მოსახლეობა იყო. თუცა ამ წუთებში ივანიშვილის, ნანა კაკაბაძის და ქალბატონი ბესელიას მიერ აღიარებული ე.წ პოლიტპატიმრები ეროვნულ ბიბლოთეკასთან არიან მობილიზებულნი და შეხვედრის ჩაშლას გეგმავენ. მათი ერთადერთი სურვილია თბილისში იყოს არეულობა და დესტაბილიზაცია. მთავრობა ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური უფლება. სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი კონსტიტუციას პატივს არ სცემს.
ეროვნულ ბიბლოთეკასთან მიმდინარე აქციას, შეფასება გაუკეთა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა. დეპუტატი პასუხისმგებლობას მთავრობას, პირადად პრემიერ-მინისტრს და შს მინისტრს აკისრებს.
„როგორც ჩანს უარგუმენტოდ დარჩენილმა უმრავლესობამ გადაწყვიტა პრეზიდენტს არ მოუსმინოს, რითაც გამოხატა შიში იმის, რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი. მაგრამ ის რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მცდელობა, საერთოდ ხელი შეუშალონ პრეზიდენტის გამოსვლას ბიბლიოთეკაშიც.
რაც დღეს ხდება, არის მცდელობა იმისა, რომ მთავრობამ ხელი შეუშალონ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ბიბლიოთეკაშიც. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, პრემიერს, შს მინისტრს, იმიტომ, რომ ის რაც მზადდება პრეზიდენტის გამოსვლის წინ, არის აშკარა პროვიკაცია და ამის ავტორია მთავრობა“,- განაცხადა გაბაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრ ოფისში.
ეროვნულ ბიბლოთეკასთან პოლიტპატიმრები აქციას მართავენ. ისინი ბიბლიოთეკაში შესვლას ცდილობენ, სადაც ერთ საათში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. პრესა.ჯი“-ს კორესპოდენტის ცნობით სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.