მანჯგალაძის ინფორმაციით, ივანიშვილი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ჩაშლას გეგმავს

  16:22:00     08-02-2013

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დღეს დაგეგმილი სიტყვით გამოსვლის ჩასაშლელად პროვოკაცია იგეგმება.

რგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა,  იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახის პროვოკაცია მოხდება, მთელი პასუხისმგებლობა  საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება, რომელიც ამ აქციის ორგანიზატორია.

მანანა მანჯგალაძე: პრემიერ-მინისტრის მითითებით, პარლამენტი კონსტიტუციური სივრციდან გავიდა, მიიღო რა საერთაშორისო მასშტაბის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომ არ მიეცათ საშუალება პრეზიდენტისთვის მიემართა პარლამენტისა და ქართველი ხალხისთვის. ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება პროვოკაცია და აღნიშნული შეხვედრის ჩაშლა. ნებისმიერი ამგვარი მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტი აღნიშნული ღონისძიების გადადებას არ აპირებს და ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართველ ხალხს ეროვნული ბიბლიოთეკიდან მაინც მიმართავს.

მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების საშუალება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მოსახლეობას ეროვნული ბიბლიოთეკიდან 18:00 საათზე მიმართოს.

როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი დაესწრება.

პ.ს: ამსთან, როგორც „პრესა.ჯი“-ს კორესპოდენტი  ეროვნულ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიორიიდან იუწყება,  ადგილზე  ყოფილი პოლიტპატიმრები აქციას მართავენ, ისინი აცხადებენ, რომ  შენობაში მიხეილ სააკაშვილის შეშვებას არ აპირებენ.