
ივანიშვილის შურისძიება: დეპუტატ ირმა ნადირაშვილის და დაკითხვაზე დაიბარეს
14:30:26     07-02-2013
რუსთავის პროკურატურამ, მას შემდეგ, რაც გუშინ, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა, ივანიშვილის ხელისუფლება ნეპოტიზმში დაადანაშაულა და კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა, გაურკვეველი მოტივით დაკითხვაზე დაიბარა მისი და.
აღსანიშნავია, რომ კბილაშვილს, რომელიც ივანიშვილის ბრძანების მიხედვით, ღიად აშანტაჟებს პარლამენტის წევრებს, ნადირაშვილის გუშინდელ გამოსვლამდე მისი დის დაკითხვაზე დაბარება არ გახსენებია. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პროკურატურა მზადაა, ურჩ დეპუტატებს ოჯახის წევრები დაუპატიმროს და მათ წინააღმდეგ ბოლშევიკური მეთოდები გამოიყენოს.
წესიერ ქვეყანაში, ამის გამო, კბილაშვილს დამსახურებულ პოლიტიკურ პანღურს ამოჰკრავდნენ და თანამდებობას დაატოვებინებდნენ. თუმცა, ივანიშვილი არა ქართული დემოკრატიით, არამედ დიქტატურის დამკვიდრების მცდელობით ცდილობს ბებერი ევროპის გაოცებას.
"საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრების საყურადღებოდ, ვინც გუშინ ჩემს დას ახსენებდა. პროკურატურამ თქვენი დავალება კარგად გაიგო და დღეს ჩემი და რუსთავის პროკურატუტაში, 18 საათზე დაიბარეს", - აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა. პრესა.ჯი დეპუტატს დაუკავშირდა.
პრესა.ჯი: გუშინ გამართულ დებატებზე ხელისუფლება ნეპოტიზმსა და პოლიტიკური ნიშნით დევნაში დაადანაშაულეთ... დღეს კი თქვენი და პროკურატურაშია დაბარებული...
ირმა ნადირაშვილი: "ჩემი დის პროკურატურაში დაბარების მოტივებზე უმჯობესია აზრი მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას ჰკითხოთ. ისინი განსაკუთრებით გაბრაზდნენ ჩემი გუშინდელი გამოსვლის შემდეგ. ფაქტი კი გამოძახილია გუშინდელი სიისა, რომელიც მე წარვადგინე და სადაც ნეპოტიზმის არაერთი მაგალითი იყო მოყვანილი“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა.
„პრესა.ჯი“ ცდილობდა დაკავშირებოდა ვიცე-სპიკერ კობახიძეს, თუმცა, ის დაკავებული აღმოჩნდა და ჩვენთვის არ სცალოდა. როგორც ჩანს, ქალბატონი კობახიძე, ახლა მხოლოდ საკუთარი ჯიბისთვის, ნათესავების სამინისტროებში ჩამორიგებისთვის და მეუღლის ბიზნეს-ინტერესების ლობირებისთვის იცლის.
იხილეთ უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის უშინდელი გამოსვლის ტექსტი: „ჩემი დღევანდელი გამოსვლის თემაა ის ათასაობით ადამიანი, ვინც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამსახურის, ხელფასებისა და ლუკმა პურის გარეშე დარჩა. ჩემი დღევანდელი გამოსვლის თემაა, ის რასაც თქვენ რეორგანიზაციას და სამართლიანობის აღდგენას ეძახით, სინამდვილეში კი ეს არის ოცნების დეპუტატებისა და მინისტრების ოჯახის წევრებისთვის, ნათესავ-მეგობრების, ნათელ-მირონებისთვის სამუშაო ადგილების გათავისუფლება.
თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აღარ ტარდება კონკურსები და ადამიანები თანამდებობებზე ინიშნებიან იმის მიხედვით, როგორ უყურებს მათ პრემიერ მინისტრი, ანდა მაგალითად, უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე.
ეს არცაა გასაკვირი, გუშინ პრემიერ მინისტრმა აგვიხსნა, რომ ნაცნობ-მეგობრობით ადამიანების დანიშვანა ქართული ხასიათის გამოვლინებაა. არაფერი არაა გასაკვირი, როცა ვიგებთ, რომ პრემიერ მინისტრი ერთმანეთისგან ვერ არჩევს ტერმინებს ტენდერი და კონკურსი. მე შევეცდები ავუხსნა პრემიერს.
ტენდერი - ეს არის როდესაც ლუკოილი,სადაც ერთერთი დერექტორი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის ოჯახის წევრია, იღებს ექსკლუზიურ უფლებას, საწვავით მოამარაგოს ყველა სახელმწიფო უწყება. კონკურსია - როდესაც ადამიანს თანამდებობაზე ნიშნავ პირადი უნარჩვევებისა და გამოცდილების გამო და არა ნაცნობ-მეგობრობის ნიშნით.
ჩემი დღევანდელი გამოსვლა რომ არ დარჩეს ცარიელ სიტყვებად მე დაგისახელებთ კონკრეტულ მაგალითებს. ტენდერით დანიშნულმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურსის გარეშე მოიყვანა და შსს-ში გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნა საკუთარი სიმამრის დიშვილი. თამაზ თამაზაშვილი ნებართვის გარეშე სამინისტროში დამლაგებლებიც აღარ ინიშნებიან. კახეთის რეგიონში კი ასევე თამაზაშვილის ნებართვის გარეშე ჩიტიც ვერ დაფრინავს. სხვადასხვა სამინისტროებში დასაქმდნენ ღარიბაშვილის მეუღლე და ცოლისდა, მაგრამ ეს ისეთი წვრილმანია, რომ თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ.სულ ახალი ამბავია, მანანა კობახიძის დამ დაიჭირა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი აფხაზეთის მთავრობაში. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ქალბატო მანანა.
ეკა ბესელიას მეუღლემ დაიწყო მუშაობა გენერალურ პროკურატურაში. ქალბატონო ეკა თქვენ შეგიძლიათ საოჯახო ბიზნესი წამოიწყოთ ადამიანების დაკავებაზე და გამოშვებაზე. დარწმუნებული ვარ წარმატებული ბიზნესი იქნება და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ თემაზე ჩემს რჩევებს არ საჭიროებთ.
სოზარ სუბარმა თავისი ბიძაშვილი დანიშნა საკუთარ სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსად. ვიქტორ დოლიძის ძმა დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. ამ სიის გაგძელება უსასრულოდ შემიძლია მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ და გადავალ აჭარაზე და ხაბაძეების კლანზე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზების დეპარტამენტის უფროსია. მისი და მერიაში მუშაობს. მეჯვარე გიორგი თავართქილაძე აჭარის ფინანსტა მინისტრია.
უყურადღებოდ ნათესავები არც ჩვენს ვიცე სპიკერს მურმან დუმბაძეს დაუტოვებია. უმაღლეს საბჭოში მუშაობს მისი მამიდაშვილი, ჯამბულ კურცხალია, მისი დეიდაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა. ქვისლი, სულიკო თებიძე განათლების მინისტრის მოადგილე. დიშვილი, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში დაასაქმეს.
ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია, თავს აგარ შეგაწყენთ და გადავალ რეგიონებზე.
მაგალითად მცხეთის მაჟორიტარის სიძე მცხეთაში ტყეებსა და ველურ ბუნებას განაგებს. ყევლა რეგიონში ანალოგიური ვითარებაა. ზვიადაურის გამგებელმა ახმეტაში, ბექა ბაიდაურმა თანაშემწედ ცოლისდა დაინიშნა, ყველა საკვანძო თანამდებობაზე კი ზვიადაურის ნათესავები გადაანაწილა.
ყველა მაღალ თანამდებობდაზე დღეს ქართული ოცნების აქტივისტები ინიშნებიან. ამ ნიშნით შეირჩა რკინიგზის სამეთვალუირეო საბჭოს თავმჯდომარედ კოკა გუნცაძე, მის მოადგილედ კი ბიძინას მარჯვენა ხელმა ხუხაშვილმა თავისი მარჯვენა ხელი, ოლეგ ბიჭაშვილი დანიშნა.ოლეგ იაძეზე დღეს აღარაფერს ვიტყვი.
სამაგიეროდ თანამდებობა დაატოვებინეს ნიკა ვაჩეიშვილს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ზაალ ჩიქობავას და ამ სიის გაგრძელებაც უსასრულოდ შეიძლება.
და ბოლოს, ვერ დავაზუსტე ერთი ინფორმაცია და პირდაპირ დარბაზში კითხვით მინდა მივმართო ბატონ გუბაზ სანიკიძეს. იმ ცნობილ ჩანაწერებში, სადაც კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდით, მახსოვს თქვენი მეუღლე გთხოვდათ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაგესაქმებინათ ნინო, რომელიც ჩემოდნებზე იჯდა. ბატონო გუბაზ, მე მაინტერესებს აუხდინეთ თუ არა ქართული ოცნება ნინოს?“