ნადირობა პოლიტიკური ნიშნით

  12:31:10     07-02-2013

მთავარი პროკურატურა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას არ ეშვება. მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მორჩილმა კოალიციამ კონსტიტუციური ცვლილებებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა, კბილაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თუ მოქმედ ჩინოვნიკებზე ნადირობა გამოაცხადა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ დაკითხვაზე დაბარებულები არიან: ისანი-სამგორის მოქმედი გამგებელი, თემურ გრიგალაშვილი და გლდანი-ნაძალადევის ყოფილი გამგებელი, ნიკო ხაჩირიშვილი. 

მერიის ცნობით, გრიგალაშვილს კაჩინსკის სახელობის სკვერის მშენებლობასთან დაკავშირებით დაკითხავენ. ამ დროისთვის უცნობია ხაჩირიშვილის დაკითხვაზე დაბარების მოტივი.

არჩევნების შემდეგ, პროკურატურამ სხვადასხვა მიზეზით, თბილისის მერიის 800-ზე მეტი თანამშრომელი დაკითხა. მათ შორის ვიცე-მერი და თბილისის მერიც. ექსპერტთა შეფასებით, პროკურატურის ქმედება ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ახალი ხელისუფლება იმ ორგანიზაციების წარომადგენელთა ზეწოლას ცდილობს, რომელსაც ვერ აკონტროლებს.