დედამიწისკენ მომწამვლელი გაზით სავსე მწვანე კომეტა მოექანება

  22:05:18     06-02-2013

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობას აპრილში საშუალება ექნება ამ იშვიათ ობიექტს შეუიარაღებელი თვალითაც დააკვირდეს. 

ციური სხეული ნომრით - C/2012F6, რომელსაც კომეტა ლემონსაც უწოდებენ, უჩვეულო მკვეთრი მწვანე ფერისაა და უხმაუროდ მოძრაობს. ამჟამად ის დედამიწიდან დაახლოებით 92 მილიონი კილომეტრის დაშორებით და სამხრეთ ნახევარსფეროში იმყოფება.

პირველად ის შარშან, 23 მარტს შენიშნეს არიზონას შტატში მთა ლემონიდან. სპეციალისტების აზრით კომეტას სიკაშკაშეს მის ბირთვში არსებული გაზები აძლევს. როდესაც ციური სხეული ხურდება, იმ მომენტში ორატომიან ნახშირბადსა და ციანს გამოყოფს. ეს უკანასკნელი მომწამვლელი გაზია. როდესაც კომეტას მზის სხივები ეცემა, ვაკუუმში ქიმიური შენაერთები მწვანედ კაშკაშს იწყებენ.