
ზვიადაური უმრავლესობის წევრებს: დაარტყით (ვიდეო)
17:40:27     06-02-2013
უმცირესობის წევრის, ტარიელ ლონდარიძის გამოსვლას, როცა მან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა, დაპირისპირება მოჰყვა.
ლონდარიძის მისამართით უმრავლესობის წევრები სხვადასხვა რეპლიკებს ისროდნენ. ვითარების განმუხტვა გოკა გაბაშვილმა სცადა, თუმცა, მას უმრავლესობის წევრი, ზაზა პაპუაშვილი დაუპირისპირდა. კამათში ნუგზარ წიკლაური ჩაერთო. შემდეგ კი, ნუგზარ წიკლაურსა და ზაზა პაპუაშვილს შორის დაპირისპირება, სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.