ღარიბაშვილის "გაპრავება"

  23:35:57     05-02-2013

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემა „პოზიციაში“ ამტკიცებდა, რომ უცნობი ადამიანები სადარბაზოებთან უხმარ შპრიცებს ყრიან, რათა შექმნან ფონი, თითქოს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა და ნარკოტიკი დღეს გაცილებით ხელმისაწვდომია. 

„ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი და ეს ვი­დე­ო­ზე გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი და ამა­ზე ვა­წარ­მო­ებთ გა­მო­ძი­ე­ბას, თუ რო­გორ ყრი­ან უხ­მარ შპრი­ცებს სა­დარ­ბა­ზო­ე­ბის წინ...

 მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ჩვენ და­ვა­ფიქ­სი­რეთ, რომ ვი­ღაც ადა­მი­ა­ნე­ბი ყრი­ან უხ­მარ შპრი­ცებს, იმ ფო­ნის შე­საქ­მნე­ლად რა­ზეც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ენ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ. სა­უბ­რო­ბენ რომ ჩვე­ნი მთავ­რო­ბა არის დეს­ტრუქ­ცი­უ­ლი, ჩვენ ვან­გრევთ ქვე­ყა­ნას“, - ირწმუნება ღარიბაშვილი.

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში, არჩევნების შემდეგ ნარკოტიკი ბევრად ხელმისაწვდომი გახდა და მისი ფასი შემცირდა.

როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა მერაბიშვილის ბრალდების საპასუხოდ სწორედ ასეთი უცნაური ზღაპარი მოგვიყვა და შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებია, რომ „უცნობები სადარბაზოებთან შპრიცებს ყრიან“.

სხვათაშორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ივანიშვილის მაღალჩინოსნები ხალხს „საშინელებებით“ ზაფრავენ.

რამდენიმე კვირის წინ, მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალები ხალხს მიწაში მარხავდნენ და ზემოდან ასაქმებდნენ. ხოლო რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილის სისხლში აბანავეს. მიუხედავად ასეთი შემაშფოთებელი ინფორმაციისა, კბილაშვილმა ვერც კონკრეტული ფაქტი წარმოადგინა და ვერც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, თუ ვინმე მართლაც ყრის ქუჩაში შპრიცებს და ეს შს სამინისტროს თანამშრომლებმა გადაიღეს კიდეც, რატომ არ გამოაქვეყნეს? მაინც და მაინც ვანო მერაბიშვილს უნდა წამოეწია ნარკოტიკების თემა, ღარიბაშვილს ასე სახელდახელოდ რომ „გაეპრავებინა“ საკუთარი უსუსურობა?

და კიდევ: შს მინისტრი სულ უფრო მეტად ჰკარგავს ნდობას იმ უპასუხისმგებლო დაპირებებით, რომელსაც ვერ ასრულებს. მაგალითად: ღარიბაშვილმა, მინისტრად დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ სოფელ კოლაგში, ქვევრში დამხრჩვალი 10 თვის ჩვილის საქმეს ორ კვირაში გახსნიდა. თქვა, რომ ამაზე პირადად იღებდა პასუხისმგებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ამ დაპირებიდან ორი კვირა კი არა, სამ თვეზე მეტი გავიდა, ბარბარე რაფაიანცის საქმე დღემდე გაუხსნელია.