
ივანიშვილი მის მთავრობაში არსებულ ნეპოტიზმს ადასტურებს
12:45:20     05-02-2013
ივანიშვილმა სამინისტროებში არსებული ნეპოტიზმი დაადასტურა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მაშინ, როცა სამინისტროებიდან ასეულობით რიგით თანამშრომელს განცხადება დააწერინეს სამსახურიდან წასვლის შესახებ, რატომ არ გამოცხადდა კონკურსი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, პრემიერმა ჟურნალისტს უპასუხა: "რა ვქნათ ახლა, საქართველოში უყვართ მეგობრებისა და ახლობლების დანიშვნა".
ივანიშვილმა, ამ კომენტარით აღიარა, რომ სამინისტროებში და ზოგადად, მის მთავრობაში თანამდებობებზე მხოლოდ მეგობარ-ახლობლების პრინციპით ინიშნებიან ადამიანები.