![რამდენიმე წუთის წინ, ხაშურში საზარელი მკვლელობა მოხდა რამდენიმე წუთის წინ, ხაშურში საზარელი მკვლელობა მოხდა](http://presa.ge/img/multimedia/a23381.jpg)
რამდენიმე წუთის წინ, ხაშურში საზარელი მკვლელობა მოხდა
19:08:38     04-02-2013
სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე, ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაშურის ბაზართან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მომუშავე პირი მოკლეს. მას ყელი გამოჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს, როცა თავდამსხმელები ყაჩაღობის მიზნით, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრნენ, ქალაქში ელექტროენერგია გათიშული იყო. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ იქვე დამონტაჟებულმა კამერებმა, მკვლელობის დეტალები ვერ დააფიქსირეს.
საზარელი მკვლელობის შესახებ ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ელჩებთან შეხვედრისას, თავს იწონებდა „უპრეცენდენტოდ შემცირებული კრიმინალური ფაქტებით“ და აცხადებდა, რომ ქვეყანაში მძიმე დანაშაული აღარ ხდება.