
ლავროვი მიუნხენის ტრიბუნიდან: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება არ გადაიხედება
12:07:20     04-02-2013
რუსეთს არ აწყობს შეერთებული შტატების ის მოთხოვნა, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებიაზე უარის თქმას გულისხმობს, ასევე არ აწყობს ის შეზღუდვები, რომლებიც რუსეთს უფლებას არ აძლევს ზოგიერთ რეგიონში თავისი შეიარაღებული ძალების მხოლოდ გარკვეული ნაწილი განათავსოს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ტრიბუნიდან განაცხადა.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ლავროვისა და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრაზეც. ბაიდენმა ლავროვს პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში თავი უნდა შეიკავოს „გულუბრყვილო წარმოდგენებისგან“.
„ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები ურთიერთობებში, ჩვენ ყველაფერს არ ვთანხმდებით, მაგალითად, არ ვცნობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ეს ჩვენი პოზიციაა და ის არ შეიცვლება“ - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უთანხმოების მეორე თემა ნატოს გაფართოებაა.