ხელჩართული ჩხუბის გამო თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება განახორციელა (ვიდეო)

  23:43:26     03-02-2013

მოსკოვი-ფხუკეტის მიმართულებით მიმავალი რეისი ტაშკენტის აეროპორტში იძულებით დაეშვა, რადგან ბორტზე მყოფი დებოშიორის დამშვიდება შეუძლებელი გახდა.

მამაკაცი ნასვამი იყო და მგზავრებისა და მფრინავების ცემა დააპირა. მან რამდენიმე ადამიანის დაზარალებაც მოახერხა, რომლებსაც მოგვიანებით სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

აგრესიული მამაკაცის დამშვიდება ვერც მისმა ოჯახის წევრებმა შეძლეს, შდეგად, ტაშკენტში დაფრენისთანავე მთვრალი მგზავრი ცოლიანად პოლიციას გადასცეს.