გულიაში ტკბილი წიწაკისაგან

  16:16:23     07-01-2011

30 გრამ კარაქში მსუბუქად მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილივე 500 გრამი ტკბილი წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, დაფქული წითელი წიწაკა, დავასხათ წყალი და ვშუშოთ 15 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ მოვაყაროთ ერთი ს/კ ფქვილი, მოვასხათ ერთი ჭიქა ნაღები და ერთი ს/კ ტომატ-პიურე. მივიყვანოთ მზადყოფნამდე. მზა კერძს მოვაყაროთ ოხრახუში.