მერაბიშვილი: "ირაკლი ალასანია ჩვეულებრივი ლაჩარი აღმოჩნდა"

  19:54:11     01-02-2013

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია "ჩვეულებრივი ლაჩარი აღმოჩნდა".

ამის შესახებ მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა.

"სხვათა შორის, დღეს გაუკეთებიათ განცხადება, ალასანიასთან "ნაციონალებს" აგენტები ჰყავდა შეგზავნილიო და აღმოვაჩინეთო და ახლა დღეს უნდა შევხდეთ, საქმეს ვურჩევთო. ალასანიამაც თავისი სახე გამოაჩინა, აღმოჩნდა ჩვეულებრივი ლაჩარი, ასე ვთქვათ. ეშინია მიუხედავად იმისა, რომ მისი ადამიანები გამოაგდეს სამსახურიდან და ზოგი დაიჭირეს", - განაცხადა მერაბიშვილმა.

წყარო: სააგენტო პირველი