ბლომანჟე
16:13:02     07-01-2011
2 ქილა არაჟანი, 1 ქილა მაწონი, 1,5 ჩ/ჭ შაქრის ფხვნილი ავურიოთ გადნობამდე. ცალკე ერთ ჭიქა ცხელ, ადუღებულ წყალში გავხსნათ 2 ს/კ ჟელატინი, გავაციოთ და დავუმატოთ შემზადებულ ნარევს (1 ჩ/ჭ წყალი, ვანილი, ერთი ცალი ლიმნის წვენი, ცოტა ხილი: ზაფხულში – მარწყვი, მაყვალი, ბალი, ზამთარში კომპოტები – გემოვნებით). ჩავასხათ ჭიქებში და შევდგათ მაცივარში.