ტაშკენტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

  11:20:18     01-02-2013

გუშინ საღამოს, თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ს თანამშრომლებმა, მოკლულის ქალიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დენის ალექსანდრეს ძე მატიაშის  მკვლელობის ფაქტზე 32 წლის მამაკაცი დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარი სამმართველოსა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად,  ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მიხეილ ზ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში  დააკავეს.

დაკავებულმა 2013 წლის 31 იანვრის საღამოს თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე 1986 წელს დაბადებული დენის ალექსანდრეს ძე მატიაშის  საცხოვრებელ ბინაში ეჭვიანობის  ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას  ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრა მამა – ალექსანდრე მატიაში, შემდგომ კი დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ალექსანდრე მატიაში ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულმა ასევე დანით გულმკერდისა და ფეხის არეში დაჭრა შვილი – დენის მატიაში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან  მიიმალა.

დენის მატიაში ემერჯენსის კლინიკაში მოათავსეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დაკავებულის აღიარებითი ჩვენებიდან: „საქმის ვითარების გარკვევის მიზნით, 2013 წლის 31 იანვრის მივედი დენის მატკაშთან სახლში, სადაც დამხვდა დენისი და მისი მშობლები ასევე მისი და. აღნიშნულ ფაქტზე საუბრისას მე დენისთან და მამამისთან ალექსანდრე მატიაშთან მომივიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ამოვიღე ჩემი კუთვნილი პისტოლეტი, რომელიც თან მქონდა და ვესროლე ალექსანდრე მატიაშს. ვინაიდან ერთი გასროლის შემდეგ იარაღი გაიჭედა, ამოვიღე თან ნაქონი დანა და რამდენჯერმე დავარტყი ჯერ დენის მატიაშს, ხოლო შემდეგ კი ალექსანდრე მატიაშს. რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გავიქეცი.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – პისტოლეტი   და დანა ამოიღეს. გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 108–ე, 19-109–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს.