
ტაშკენტის ქუჩაზე მამაკაცი ოჯახის წევრების თვალწინ მოკლეს, დაჭრილია მისი ვაჟიც
20:04:31     31-01-2013
ცოტა ხნის წინ თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, საკუთარ სახლში 56 წლის მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია მისი ვაჟიც, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მკვლელობას თვითმხილველებიც ჰყავს, 56 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები შვილისა და მეუღლის თვალწინ მიაყენეს.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ ინფორმაცია მათ უკვე მიაწოდა მოკლულის ქალიშვილმა.