
ახალმა ხელისუფლებამ რუსთავის ბიუჯეტი გაანახევრა
15:57:52     31-01-2013
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით კირკიტაძემ, პირველ მოადგილე მამუკა ჩიქოვანთან, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილთან და რუსთავის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმდჯომარე მალხაზ ვეფხვაძესთან ერთად, 2013 წლის რუსთავის ბიუჯეტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
დავით კირკიტაძის განცხადებით, ქალაქ რუსთავის ბიუჯეტი 2003 წელს, 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' ხელისუფლებაში მოსვლამდე, 10 მილიონი ლარი იყო, ყოველწლიურად რუსთავის ბიუჯეტი საშუალოდ 20%-ით იზრდებოდა და 2012 წელს მან 50 მილიონი ლარი შეადგინა.
2013 წელს კი რუსთავის ბიუჯეტი 25 მილიონი ლარით განისაზღვრა. გუბერნატორის განცხადებით, რუსთავის ბიუჯეტის 50% - იანი კლება ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში შექმნილია საბიუჯეტო კრიზისი ან ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან რუსთავის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას.
იმის გამო, რომ რუსთავის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით განახევრებულია, შეჩერდა ქალაქ რუსთავისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტები, როგორიცაა: ლიფტების, შიდა ეზოების, სახურავების, კულტურისა და დასვენების პარკის, სპორტის სასახლის, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია.