საქართველოს დაბალ რეიტინგზე ივანიშვილის განცხადებამ რუსების აპლოდისმენტები გამოიწვია

  13:02:16     31-01-2013

ივანიშვილის განცხადებამ, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით, რეიტინგში, საქართველოს მეცხრე ადგილზე ყოფნა ხელოვნური იყო,  რუსები აღაფრთოვანა.

ამის შესახებ რუსული მედია წერს, რომელიც დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული „რუსული საუზმის“ დეტალებს ყვება.

„ივანიშვილმა საქართველოს რეიტინგი ადგილზე დააბრუნა“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ივანიშვილმა დაადასტურა ის, რასაც აქამდე ოფიციალური მოსკოვი ამტკიცებდა საქართველოსთან მიმართებაში.

რუსი ჟურნალისტების ცნობით, ბიძინა ივანიშვილის მიერ „რუსულ საუზმეზე“ გაკეთებულმა ამ განცხადებამ „მისი მონაწილეების აპლოდისმენტები გამოიწვია და გაახარა სააკაშვილის პარტიის მოწინააღმდეგეები“.