აეროპორტში დაკავებულ მღვდელს კუჭში კოკაინი აღმოუჩინეს (ვიდეო)

  12:55:25     31-01-2013

13 კაფსულა კოკაინი ამოუღეს კუჭიდან მღვდელს, რომელიც ნარკოკურიერი აღმოჩნდა. მისი დაკავება მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში მოხდა.

პადრეს კუჭის გარდა რამდენიმე კონტეინერი ჩემოდანშიც ედო. ის კოლუმბიიდან მოდიოდა, თუმცა აეროპორტში თავისი ნერვიული გამომეტყველებით ოპერმუშაკების ყურადღება მიიქცია. დაკავებული ბოგოტას ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარი - ფაბიო რიკარდო როდრიგესი აღმოჩნდა.