
საპროტესტო აქცია პრემიერის ბიზნეს-ცენტრთან
11:02:44     31-01-2013
“ოცნებაში“ დიდი გაურკვევლობა გრძელდება. ამჯერად მეოცნებეებმა პარტია "ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აბაშის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი გვილავას არჩევა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანშვილის ბიზნეს-ცენტრთან გააპროტესტეს.
აბაშის რაიონიდან ჩამოსული 15-მდე ადამიანი პარტია გვილავას გადაყენებას და მის ნაცვლად დავით კინწურაშვილის თავმჯდომარედ დანიშვნას მოითხოვს.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ისინი არ შეწყვეტენ საპროტესტო აქციებს, ვიდრე მათ პრემიერ-მინისტრი არ შეხვდება.
აქციის მონაწილე როლან შონიას თქმით, პრემიერმა მათთვის ამ დრომდე 5 წუთი ვერ გამოყო.
„ამ ადამიანების მთავარი მოთხოვნაა აბაშაში მიმდინარე პროცესებზე ბიძინა ივანიშვილი ჩააყენონ საქმის კურსში“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.
როგორც ისინი აღნიშნავენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას და საქართველოს ტერიტორიის დატოვებას გეგმავენ.