
რამდენიმე წუთის წინ, თბილისში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
21:02:30     30-01-2013
საქართველოში კრიმინოგენური ვითარება უკიდურესად გაუარესდა, თბილისში, რომელიც ყველაზე უსაფრთხო ქალაქად იყო დასახელებული, დღეში რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა ხორციელდება, საქმეები ზოგჯერ იხსნება, ზოგჯერ - ვერა, თუმცა, დაზარალებულისთვის ეს სურათს ვერ ცვლის... ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დაპირების მიუხედავად, ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა ვერ უზრუნველყო...
რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, მამრაძისა და 9 ძმის ქუჩის კვეთაზე მდებარე სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს. შეიარაღებულმა პირებმა მაღაზიიდან დღის მანძილზე ნავაჭრი თანხა წაიღეს და მიმალვა მოახერხეს. ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალისტები იმყოფებიან.