ქართველი ჟურნალისტის მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

  18:01:32     30-01-2013

შსს-ს ექს-გენერალს ალექსეი პუკაჩს სასამართლომ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. პუკაჩმა კი მკვლელობის მოტივის დასადგენად გამომძიებლებს ურჩია, უკრაინის ყოფილ პრეზიენტს - ლეონიდ კუჩმას და უმაღლესი რადას ექს-თავმჯდომარეს ვლადიმერ ლიტვინს მიმართონ.

2000 წელს, ქართველი ჟურნალისტის - გიორგი ღონღაძის მკვლელობის პერიოდში ალექსეი პუკაჩი უკრაინის შსს-ს შიდა დაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სასამართლოს დახურულ სხდომაზე პუკაჩი მუდმივად იმეორებდა კუჩმასა და ლიტვინის გვარებს და მათ დაკითვას მოითხოვდა. პუკაჩის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს, ისევე როგორც თავად მოკლული ღონღაძის მეუღლე, რომელიც აცხადებს, რომ სასამართლოს მკვლელობის მოტივი არ დაუდგენია.

გაჟღერდა კიდევ ერთი გვარი. ეს არის უკრაინის შს ყოფილი მინისტრი იური კრავჩენკო. პუკაჩი სწორედ მის ბრძანებებს ასრულებდა. სასამართლომ დაადგინა, რომ პუკაჩი უშუალოდ მონაწილეობდა ღონღაძის მკვლელობაში და სწორედ მან დაახრჩო ჟურნალისტი ქამრით.