
პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ყვარელში უმასპინძლა (ვიდეო)
16:55:22     30-01-2013
დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს ყვარელში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, საერთო სასამართლოების შესახებ კანონების მიღების პროცესს და განხორციელებულ ამნისტიას შეეხო.
ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით პარლამენტი კომისიის რეკომენდაციებს დაელოდება და გაითვალისწინებს.