
ორი შვილის დედამ ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო
12:08:59     30-01-2013
სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში დედამ ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო. ამის შესახებ სამართალდამცავებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, როდესაც 32 წლის ქალბატონის წნორის კლინიკაში გადაიყვა გახდა საჭირო. მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა.
კლინიკა „არქიმედეს“ სამედიცინო ცენტრის დირექტორის ნიკოლოზ ყარალაშვილის განცხადებით, სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ მედიკოსებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საეჭვოდ შეაფასეს და პოლიციას დაუკავშირდნენ.
სავარაუდოდ, ქალბატონი 7 თვის ორსული იყო და ფეხმძიმობის ფაქტს მალავდა.
ქალბატონის საცხოვრებელ სახლში მისულმა პოლიციამ ცხედარი ტუალეტში იპოვა.
გარდაცვლილი ჩვილის დედა ამ დროისთვის წნორის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
‘’პრესა.ჯი’’ შეეცადა მომხდარის დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერკვია, როგორც უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა. რაც სიცოცხლის განზრახ მოსპობას გულისხმობს.
ეჭვმიტანილს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.