
რუსული პროპაგანდა „ქართული ოცნების“ სამსახურში (ვიდეო)
12:36:21     28-01-2013
'სააკაშვილის დემოკრატია დემო-ვერსია იყო, მისი ვადა იწურება, საქართველოში აქციები ტარდება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით და ქვეყანა რეალობას უბრუნდება' - ასეთია რუსეთის პირველი არხის სიუჟეტის შინაარსი, რომელიც გვამცნობს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ინტერესი საქართველოსადმი სუსტდება და საქართველო აღარ არის რეგიონში საინტერესო ქვეყანა, რაც რუსეთისთვის განსაკუთრებით მისასალმებელია.