![წინასწარი დაკავების იზოლატორში დაღუპულის ცხედარი ოჯახს ტვინის გარეშე გაუგზავნეს წინასწარი დაკავების იზოლატორში დაღუპულის ცხედარი ოჯახს ტვინის გარეშე გაუგზავნეს](http://presa.ge/img/multimedia/a23238.jpg)
წინასწარი დაკავების იზოლატორში დაღუპულის ცხედარი ოჯახს ტვინის გარეშე გაუგზავნეს
23:10:54     27-01-2013
დაღუპულის ცხედარი ოჯახს ტვინის გარეშე გაუგზავნეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ამის გამო ძალიან უჭირს ცირკის მსახიობის ანტონ ალფეროვის სიკვდილის მიზეზის დადგენა, რომელიც მექსიკაში, პოლიციის დაკავების საკანში დაიღუპა.
თავად მექსიკელმა ექსპერტებმა სიკვდილის მიზეზად ტვინის ქსოვილების დაზიანება დაასახელეს, თუმცა რუსმა ექსპერტებმა ცხედრის გაკვეთის შემდეგ ტვინი საერთოდ ვერ იპოვეს. ტვინი კი სწორედ ის ორგანოა, რომლითაც სიკვდილის მიზეზის დადგენაა შესაძლებელი.
რუსეთში ვარაუდობენ, რომ ტვინი მექსიკაში, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, შეგნებულადაა დატოვებული.