![ფარული კამერით გამოჭერილი ძიძა, რომელიც მასტურბირებდა და პატარას სასტიკად ექცეოდა (ვიდეო) ფარული კამერით გამოჭერილი ძიძა, რომელიც მასტურბირებდა და პატარას სასტიკად ექცეოდა (ვიდეო)](http://presa.ge/img/multimedia/a23235.jpg)
ფარული კამერით გამოჭერილი ძიძა, რომელიც მასტურბირებდა და პატარას სასტიკად ექცეოდა (ვიდეო)
21:00:25     27-01-2013
მშობლებმა ვიდეოზე გადაიღეს, როგორ ექცეოდა 44 წლის ძიძა მათ 7 თვის ბავშვს.
ოჯახმა უკვე მიმართა ორსკის პოლიციას, რომ დასაჯონ ქალი, რომელიც ბიჭუნას მოსავლელად დაიქირავეს. დედ-მამამ საკუთარი თვალით ნახეს, როგორ სვამდა ძიძა სპირტიან სასმელს და თან დასცინოდა პატარას. კამერამ ასევე დააფიქსირა როგორ მასტუბრირებს ბავშვის მოსავლელად დატოვებული ქალი...
მშობლებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შეატყვეს, რომ ძიძას ვიზიტების შემდეგ ბავშვი უცნაურად იქცეოდა: აგრესიული და კაპრიზული გახდა. ამიტომაც სახლში სათვალთვალო ვიდეოკამერა დაამონტაჟეს.
მათი ეჭვები იმავე დღეს დადასტურდა. ჩანაწერი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: ძიძა არყის ბოთლს ხნის, თან სვამს, უყვირის ბავშვს და ჭამას დაშინებით აძალებს - „ჭამე ღორო“ - ეუბნება ქალი 7 თვის პატარას და ემუქრება, რომ ძილის წამალს დაალევინებს. თან ბავშვს სათამაშოებს ესვრის.
ორსკის პოლიცია უკვე ამოწმებს ფაქტს. თუ დადასტურდება რომ ძიძა სასტიკად ეპყრობოდა ბავშვს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.