რუსეთის გენშტაბის უფროსი: რუსული არმია ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადაა

  15:47:03     26-01-2013

რუსული საინფორმაციო საშუალება ‘’РИА Новости’’ რუსეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიაში დღეს გამართულ კრებას აშუქებს.

როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა გენერალ-პოლკოვნიკმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ ‘’რუსეთის შეიარაღებული ძალები მზადაა ფართომასშტაბიანი ომისთვის’’.

‘’არავინ უარყოფს ფართომასშტაბიან ომს და ეჭვები მისთვის მზაობაზე არ უნდა იყოს’’ - აღნიშნა გერასიმოვმა სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის კრებაზე სიტყვით გამოსვლისას.