‘’ბატონო ბიძინ, თავს გაუფრთხილდით!’’

  14:20:12     26-01-2013

ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულთა პროტესტი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კახელები საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან დანაპირების შესრულებას და კომპენსაციების სამართლიანად გაცემას ითხოვენ.  

რამდენიმე საათის წინ წინ სტიქიით დაზარალებულებმა თბილისი–ლაგოდეხის გზა გადაკეტეს.

პოლიციამ მაგისტრალი აქციის მონაწილეებისგან მალევე გაათავისუფლა. თუმცა, ამ პროცესს ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია. სოფელ აფენში ცენტრალური მაგისტრალის გასახსნელად მისულ პოლიციის უფროს  გიორგი კლიმიაშვილისა და აქციის მონაწილეებს შორის დაწყებული კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბოლო ინფორმაციით,  მოსახლეობა სოფლის ტერიტორიული ორგანოს შენობის ეზოში შეჭრას გეგმავს.

აქციის მონაწილეები კომპენსაციების არასწორად განაწილებაში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. კახელები პრემიერ–მინისტრს მოუწოდენენ რეგიონის პრობლემა პირად კონტროლზე აიყვანოს და არსებულ პრობლემას ადგილზე გაეცნოს.

„ბატონო ბიძინ, თავს გაუფრთხილდით და დაეხმარეთ ამ ხალხს. შეიძლება თქვენ საქმის კურსში არ იყოთ იმაზე აქ რაც ხდება. მიეცით ხალხს ის, რაც ეკუთვნის და რასაც ლაპარაკობთ ის შესარულეთ“,– აცხადებენ  აფენშის მცხოვრებლები.

შეგახსენებთ, რომ კომპენსაციების გაცემა სტიქიით დაზარალებულ კახეთში რამდენიმე დღეა დაიწყო, რაც მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, ვინაიდან დაზარალებულები კომპენსაციის სახით ზოგიერთ შემთხვევაში 12 და 70 ლარს იღებენ...