მთვრალი დედა შვილებს დანით დაესხა თავს

  21:42:23     25-01-2013

დედის მიერ დანით თავდასხმის შედეგად ერთი ბიჭუნა დაიჭრა, მეორე კი დაიღუპა.

მომხდარის შემდეგ ქალმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა ბინაში სწორედ ამ დროს პოლიცია შევიდა.

შემთხვევა ვორონეჟში მოხდა. თავად დამნაშავე 31 წლისაა, შვილები კი 6 და 4 წლისები იყვნენ. დედა დაკავებულია, სიკვდილს გადარჩენილი ბიჭუნას გადარჩენას კი ექიმები ცდილობენ.