
ევროსაბჭო საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს
12:22:01     25-01-2013
ევროსაბჭოს სპეციალურ რეზოლუციაში ორი თავი ეძღვნება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული მედიათავისუფლების შეზღუდვის გამო.
დოკუმენტში
ასახულია ის პროცესები, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარდა.
ასამბლეა
შეშფოთებულია
ტელევიზიაში
ჩატარებული
მოულოდნელი
ფინანსური
ინსპექტირებით
და
მაუწყებლობის
შესახებ
კანონში ცვლილებით, რომელსაც უმრავლესობა ცდილობს.
რეზოლუციაში
ხაზგასმულია პრემიერ-მინისტრის განცხადება, საზოგადოებრივი მაუწყებლის
‘’მეცხრე არხთან’’ შერწყმის შესახებ, რომელიც წინ უსწრებდა ტელევიზიაში შემდგომ
განვითარებულ მოვლენებს.
"ასაბლეა
მწუხარებას
გამოთქვამს,
რომ
ხელისუფლების
ცვლილებების
შემდეგ
რამდენიმე
წევრი
ქვეყნის
ხელისუფლებამ
საზოგადოებრივ
მაუწყებლებში
ხელმძღვანელები
ჩაანაცვლა
იმისთვის,
რომ
გავლენა
მოეხდინათ
ამ
მაუწყებლების
პოლიტიკურ
ორიენტაციაზე’’ - ნათქვამია რეზოლუციაში.