ბიზნესმენმა თვითმფრინავში მგზავრები სცემა და მფრინავს მოკვლით დაემუქრა (ვიდეო)

  11:29:16     25-01-2013

თვითმფრინავი მოსკოვიდან ხურგადში მიფრინავდა. ბორტზე დებოში სარატოველმა ბიზნესმენმა მოაწყო, მან ბორტგამყოლი და მგზავრები სცემა, შემდეგ კი მფრინავის მოკვლით დაიმუქრა.

სერგეი კაბალოვს არ მოეწონა, როცა ბორტგამყოლმა მფრინავს მოახსენა, რომ ის აგრესიული იყო, სალონში ეწეოდა სიგარეტს და გამომწვევად იქცეოდა. თან ამბობდა, რომ „გრუს“ სპეცრაზმის წარმომადგენელი და დეპუტატი იყო.

ბიზნესმენი დაფრენისთანავე პოლიციამ აიყვანა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს და მაშინვე ოჯახთან ერთად დასასვენებლად ეგვიპტეშიც გაფრინდა.