მკვლელობა თუ თვითმკვლელობა: ჟურნალისტი მეცხრე სართულიდან გადავარდა

  22:34:20     24-01-2013

ბელორუსში დაიღუპა ჟურნალისტი იური გუმენიუკი, რომელიც თავისი ოპოზიციური საქმიანობით იყო ცნობილი. წინასწარი მონაცემებით, ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად პოლონეთის რადიო „ბელორუსის“ ოფისში მუშაობდა, მეცხრე სართულის ფანჯრიდან გადავარდა.

საგამოძიებო ორგანოები ტრაგედიის გარემოებებს იკვლევენ, ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება. მაგრამ ახლობლები და კოლეგა  ჟურნალისტები თვლიან, რომ ის მოკლეს. რადიოს შეფი ნინა ბარშევსკა ეჭვობს, რომ იური გუმენიუკი ნებაყოფლობით წავიდა ამ ცხოვრებიდან. ანალოგიურად ფიქრობს გარდაცვლილის ახლო მეგობარიც, რომელმაც „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ იური ვარაუდობდა, რომ მოკლავდნენ.
როგორც „ფრანკფურტერ ალეგემეინე“ წერს, ბოლო პერიოდში ბელორუსში, გაურკვეველ გარემოებებში, ბევრი ჟურნალისტი და უფლებადამცველი დაიღუპა.