კორეამ ამერიკას ომი გამოუცხადა

  16:14:21     24-01-2013

კორეის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის კიმ ჩენ ინის ამერიკული კულტურისადმი სიყვარულის მიუხედავად, მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის ხელისუფლებამ აშშ-ს წინააღმდეგ საუკუნოვანი ომების გაგრძელება გამოაცხადა. ამ მისიის ფარგლებში ჩრდილოეთ კორეა გეგმავს თავისი ბირთვული სიმძლავრეების დანერგვას და სარაკეტო გამოცდებს, იუწყება „როიტერი“.

ასეთი თამამი განცხადება გააკეთა კორეის თავდაცვის კომიტეტის მეთაურმა. ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულლ დოკუმენტში ღიადაა ნათქვამი, რომ კორეა ამერიკის წინააღმდეგ საუკუნოვანი ომის ახალ ფაზაში შედის.

იუწყებიან, რომ პუნერის სამხედრო პოლიგონზე, რომელიც რუსეთის საზღვართან ახლოსაა, უკვე შენდება ბირთვული ტესტირებისთვის აუცილებელი ჩაბეტონებული გვირაბები. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ყველა სარაკეტო გამოცდა მიმართული იქნება ჩვენი გაავებული მტრის - აშშ-სკენ მიმართული“.

ეს არის პასუხი გაეროს მიერ კორეის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მიმართ. ჩრდილოეთ კორეასა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთირთობის გამწვავება დაკავშირებულია გასული წლის ბოლოს ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებასთან. როგორც უცხოელი ექსპერტები ვარაუდობენ, შესაძლოა მასზე განთავსებული იყოს ბირთვული ქობინები.

ასევე, კორეის ხელისუფლებამ მორიგი უარი თქვა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაზე. მოლაპარაკებები ჩიხში პირველად ჯერ კიდევ 2008 წელს შევიდა. დასავლეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ გამოცდებს 2006 და 2009 წლებშიც აწარმოებდა. კიმ ჩენ ინის ხელისუფლება გაეროს უშიშროების საბჭოსადმი არავითარ დათმობებს არ აპირებს.